ბაკალავრიატი იწყება სკოლაში

 უმაღლესი სკოლის ხელმძღვანელი: რამაზ ფარესაშვილი

ზოგადი განათლების უმაღლესი სკოლის სწავლების მიზანია ხელი შეუწყოს მოსწავლეთა მომზადებას დარგობრივი დისციპლინების ღრმად და საფუძვლიანად შესწავლაში, დაეხმაროს რაც შეიძლება მეტი გაიგოს არჩეულ პროფესიაზე თეორიული და პრაქტიკული სწავლების გზით.

აიბი მთიების უმაღლეს სკოლაში აკადემიური და შემოქმედებითი პროგრამები და პროცესი ისე არის ორგანიზებული, რომ ბაკალავრიატში სწავლის გაგრძელების დროს ჩვენი კურსდამთავრებულები უკვე ფლობენ უმაღლესი განათლების აკადემიური პროგრამების საფუძვლებს. ეს მიიღწევა ერთის მხრივ უნივერსიტეტის ზოგიერთი აკადემიური პროგრამის ადაპტირებული პროგრამების ინკორპორაციით 11-12 კლასების სასწავლო პროგრამებში და მეორეს მხრივ აკადემიური პროექტების (რეფერატი, პრეზენტაცია) განხორციელებით

წარმატებული კარიერის საფუძველი

თანამედროვე მსოფლიოში არსებული ყველა პროფესია ერთიანდება
სამ პროფილურ აკადემიურ დარგში

აიბი მთიების პროფილური განათლების სამი სკოლა – საბუნებისმეტყველო, ტექნიკური და ჰუმანიტარული – როგორც ზოგადი განათლების უმაღლესი საფეხურის საგანმანათლებლო ინსტიტუცია, მოსწავლეებს უმაღლესი სასწავლებლებისთვის ამზადებს, აძლევს პროფესიული განათლების საფუძველს და აქვს ისეთი კურიკულუმები, რომლებიც მოსწავლეებს ეხმარება იმოქმედოს და იპოვოს საკუთარი თავი, წარმატება და ბედნიერება სახელმწიფოში და უფრო ფართოდ მსოფლიოში.

პროფილურ სკოლებს,  თბილისის უნივერსიტე-ტებთან ერთად შემუშავებული აქვთ პრეკალკულუსის, ეკონომიკის, ინჟინერიის. ეკოლოგიური ქიმიის, ასტრონომიის, კონსერვაციული ბიოლოგიის, ქვეყანათცოდნეობის, სამართლის საფუძვლების, აკადემიური წერის, მსოფლიო ლიტერატურის ისეთი პროგრამები, რომელიც ითვალისწინებს ბაკალავრიატის შესაბამისი აკადემიური დისციპლინების საკვანძო საკითხებს.  ცალკეული სკოლის ასეთი კურიკულუმი უზრუნველყოფს უმაღლეს სასწავლებლებში ჩვენს კურსდამთავრებულთა ინტეგრირებას შესაბამის საბაკალავრო პროგრამებში.

პაატა დუმბაძე

ტექნიკური სკოლის მენეჯერი

ლიკა სიდამონიძე

ჰუმანიტარული სკოლის მენეჯერი

ნანა მიგინეიშვილი

საბუნებისმეტყველო სკოლის მენეჯერი

აბიტური _ სწავლის გაგრძელების საუკეთესო გარანტი

უმაღლეს სასწავლებელში ჩაირიცხა
99%
უმაღლეს სასწავლებელში ჩაირიცხა 100% გრანტით
38%
უმაღლეს სასწავლებელში ჩაირიცხა 70% გრანტით
32%
უმაღლეს სასწავლებელში ჩაირიცხა 50% გრანტით
30%

სრულყოფილება მოქმედებაში ვლინდება

ზოგადი განათლების უმაღლესი სკოლის აკადემიური პროექტი “ვირტუსი”

პროექტის განხორციელება ემსახურება უმაღლესი სკოლის მოსწავლის განვითარებას შემეცნებით და  კვლევით სფეროში და მიზნად ისახავს მოსწავლემ ისწავლოს დამატებითი სახელმძრვანელოს, ქრესტომათიის,  წყაროების და ინტერნეტ რესურსის გამოყენება; პროგრამული და ზეპროგრამული სასწავლო მასალის შესწავლა-შეჯერება; სიახლის, აქამდე მისთვის უცნობი ფაქტების აღქმა და აღქმულის ვერბალური და წერილობითი ფიქსაცია; მრავალფეროვანი საინფორმაციო სფეროდან საჭირო ინფორმაციის მიღება და მისი მიზანმიმართულად, კომპეტენტურად დამუშავება; კვლევის შედეგად კრიტიკული, მაგრამ ობიექტური დასკვნების გაკეთება და წერილობით გადმოცემა; მიღებული ცოდნის პრაქტიკულად გამოყენება; სწორი კარიერული არჩევანის გაკეთება.

აიბი მთიები მემორანდუმის საფუძველზე თანამშრომლობს საქართველოს წამყვან უნივერსიტეტებთან წინასწარ შერჩეული აკადემიური, შემოქმედებითი და სპორტული აქტივობების მიმართულებით

ალტერნატიული განათლება _ დამატებითი კარიერული ზრდა

პირველი კურსდამთავრებულები

კოლეჯი "სპექტრი" აიბი მთიების პარტნიორი ორგანიზაციაა

2018 წელს აიბი მთიების ზოგადი განათლების უმაღლესი სკოლის მოსწავლეების პირველმა ნაკადმა აიღო პროფესიული განათლების დამადასტურებელი სერტიფიკატი

მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ ყოველწლიურად დაეუფლონ შემდეგ პროფესიებს:

• შემდუღებელი,
• ელექტრიკოსი,
• თაბაშირ-მუყაოს სპეციალისტი,
• შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი. .

ჰუმანიტარული სოციალური განათლება

"პროფესია - აბიტურიენტი - სტუდენტი"

აიბი მთიების საშუალო სკოლაში ფუნქციონირებს სააღმზრდელო სამსახური, რომელიც ახორციელებს უფროსკლასელი მოსწავლის ასაკობრივ განვითარებაზე მორგებულ პროგრამას .

აიბი მთიების უმაღლეს სკოლაში სასწავლო-სააღმზრდელო პროგრამა სამ ეტაპიანია;

  • მე-10 კლასი: სამოსწავლეო პასუხიმგებლობის სრულყოფა, პროფესიების გაცნობა, მოსწავლეთა აკადემიური უნარ-ჩვევების სრულყოფა.
  • მე-11 კლასი: პროფესიების გაცნობა და თავისუფალ არჩევანში ხელშეწყობა, პროფესიულ განათლებაში საკუთარი შესაძლებლობების მოსინჯვა, პრებაკალავრიატის საფეხურისათვის მომზადება. 
  • მე-12კლასი: პრებაკალავრიატის საფეხურისათვის საჭირო უნარ-ჩვევების ფლობა, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის ფლობა.

საშუალო სკოლის სასწავლო-სააღმზრდელო პროგრამის განხორციელებაში მონაწილეობას იღებენ, როგორც აიბი მთიების პარტნიორი უმაღლესი სასწავლებლები, ისე პროფესიული განათლების ცენტრები, სხვადასხვა პროფესიის კვალიფიციური წარმომადგენლები.

ნანო დაშნიანი

სააღმზრდელო სამსახურის ხელმძღვანელი

ისწავლე ლიდერებისგან _ ისწავლე ლიდერებთან ერთად